იტალიელმა ჟურნალისტმა ალბერტო პოლვეროზიმ „ნაპოლი“ – „ფიორენტინას“ მატჩი შეაფასა. როგორც მან თქვა, ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენს შორის კავშირი პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს.
„კვარაცხელიას პატარა ბიჭმა, კაიოდემ აჯობა, რასაც არ ველოდი! ოსიმენმა „ფიორენტინას“ ორი წარმოუდგენელი შეცდომით ისარგებლა, მაგრამ მთლიანობაში ის მილენკოვიჩმა გააკონტროლა, მოკლედ, „ნაპოლიმ“ ტაქტიკის გარდა, ინდივიდუალურ დუელებშიც აშკარად წააგო. პოლიტანოს შეცვლა აუხსნელია, ის მოედანზე ყველაზე სახიფათო კაცი იყო, კვარასა და ოსიმენზე მეტადაც კი. კვარა-ოსის კავშირი თითქმის აღარ მუშაობს. ახლა თამაში ინდივიდუალურია და არაფრამდე მივყავართ“, - თქვა პოლვეროზიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 8 ტურის შემდეგ სერია A-ში 14 ქულით მეხუთე ადგილზეა.