ვინჩენცო იტალიანო:

ვინჩენცო იტალიანო: "კვარაცხელია ერთ-ერთი საუკეთესოა და მასთან ასე თამაში ადვილი არ იყო"

„ფიორენტინას“ მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო იტალიანომ „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ მიკაელ კაიოდე შეაქო - 19 წლის მარჯვენა მცველი, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ ითამაშა.

„კაიოდე თამაშიდან თამაშამდე იზრდება. თამაშამდე ვუთხარი, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელის წინააღმდეგ ითამაშებდა, რომელსაც თუ სივრცეს მისცემ, მაშინვე წნეხის ქვეშ მოგაქცევს. არ იყო ადვილი კვარას წინააღმდეგ უხარვეზოდ თამაში, ძალიან მახარებს მისი ზრდა, მომწიფება და ასეთი ხარისხის თამაშები“, - თქვა იტალიანომ.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 მატჩი აქვს ჩატარებული, 1 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი გააკეთა და 2 პენალტი მოიპოვა.

„ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში მესამე მარცხი განიცადა და ყველა საკუთარ მოედანზე - „ლაციოსთან“, „რეალსა“ და „ფიორენტინასთან“. „აძური“ 8 ტურის შემდეგ სერია A-ში 14 ქულით მეხუთე ადგილზეა და 21 ოქტომბერს, სტუმრად „ვერონას“ შეხვდება.