„პარმას“ ყოფილი სპორტული დირექტორი ენრიკო ფედელე მიიჩნევს, რომ ხვიჩა კვარაცხელია დიდი ტალანტია, მაგრამ „ნაპოლი“ არ არის დამოკიდებული ერთი ფეხბურთელის გოლებზე, როგორც მაგალითად „ინტერი“ ან „მილანი“.
„კვარაცხელია ტალანტია. თუმცა, „ნაპოლის“ ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც გოლის გატანა შეუძლიათ. "ნაპოლი" კვარაზე არ არის დამოკიდებული ისე, როგორც „ინტერი“ ლაუტაროს გოლებზე ან „მილანის“ ჟირუს გოლებზე“, - თქვა ფედელემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს მერვე ტურში 8 ოქტომბერს, ფლორენციის „ფიორენტინას“ უმასპინძლებს.