ჟოზე მოურინიო:

ჟოზე მოურინიო: "დარწმუნებული ვარ, მომავალში საუდის არაბეთში ვიმუშავებ"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მომავალში საუდის არაბეთში აუცილებლად იმუშავებს. პორტუგალიელი დარწმუნებულია, რომ ეს მოხდება და კარიერას საუდი პრო ლიგაში განაგრძობს.

„ამჟამად „რომაში“ ვმუშაობ და კონცენტრირებული ვარ ამ გუნდზე, ბოლო დღემდე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ. მომავალში არავინ იცის რა მოხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არაბეთში ვიმუშავებ. არ ვიცი, როდის, მაგრამ დარწმუნებული ვარ და ეს არის ის, რასაც აუცილებლად გავაკეთებ“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს „რომასთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ უკვე დაირხა ხმები, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მისი მუშაობით უკმაყოფილოა. აღსანიშნავია, რომ ჟოზეს ზაფხულში არაბეთიდან ძალიან სარფიანი შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ აზიაში გადაბარგებაზე უარი თქვა.