„ჰამასი“ ისრაელის სამხედროების დატყვევების შესახებ აცხადებს

„ჰამასი“ ისრაელის სამხედროების დატყვევების შესახებ აცხადებს

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის სამხედროების დაატყვევა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, „ჰამასის“ სამხედრო დანაყოფებმა გაავრცელა ვიდეო, რომელზეც 3 კაცია ასახული. მათ არ აცვიათ სამხედრო ფორმა, თუმცა „ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისინი ჯარისკაცები არიან. ვიდეოში მათ მოიხსენიებენ, როგორც „თავდასხმის დროს დატყვევებულ მტრებს“.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია პალესტინელების მიერ სამოქალაქო პირების მძევლებად აყვანის შესახებ.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 6:30 საათზე განხორციელდა. შედეგად დაიღუპა სულ მცირე 22, დაშავდა 545 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადეს და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყეს.