ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დაშავებულია 78 ადამიანი. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა ირანთან საზღვართან, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.
მიწისძვრას 3 ძლიერი აფტერშოკი მოჰყვა.