ბოლო მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელის 40 მოქალაქე დაიღუპა, 740 კი დაიჭრა

ბოლო მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელის 40 მოქალაქე დაიღუპა, 740 კი დაიჭრა

ისრაელში, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 740 კი დაიჭრა. ამის შესახებ BBC ისრაელის საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით წერს.

მანამდე 22 მსხვერპლისა და 545 დაშავებულის შესახებ ვრცელდებოდა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 6:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადეს და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყეს.