„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სტეფან სვოჩმა განაცხადა, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენთან კონტრაქტების საკითხი სწრაფად უნდა მოაგვაროს, რათა მათ მხოლოდ თამაშზე იფიქრონ.
„მინდა, რაც შეიძლება მალე დაზუსტდეს კვარას და ოსიმენის კონტრაქტების საკითხი, რადგან ამ გაურკვევლობამ შეიძლება მათზე მენტალურად იმოქმედოს. ეს ასევე ეხება ჟიელინსკის, რომელიც იმსახურებს ახალ კონტრაქტს“, - თქვა სვოჩმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.