პუტინის განცხადებით, რუსეთმა ახალი თაობის ბირთვული საკრუიზო რაკეტა წარმატებით გამოცადა

პუტინის განცხადებით, რუსეთმა ახალი თაობის ბირთვული საკრუიზო რაკეტა წარმატებით გამოცადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა ახალი თაობის ბირთვული საკრუიზო რაკეტა წარმატებით გამოცადა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

საუბარია "ბურევესტნიკის" საკრუიზო რაკეტაზე, რომელიც ბირთვული ძრავის სისტემით არის აღჭურვილი.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ არცერთი ჭკუათმყოფელი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ.

"ასეთი თავდასხმის აღმოჩენის შემთხვევაში, ჩვენი რაკეტების დიდი რაოდენობა - ასობით რაკეტა- გამოჩნდება ჰაერში და მტერს არ ექნება გადარჩენის შანსი", - განაცხადა მან.