მარკ რუტემ განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს 2030 წლამდე ევროკავშირის გაფართოების იდეას

მარკ რუტემ განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს 2030 წლამდე ევროკავშირის გაფართოების იდეას

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს 2030 წლამდე ევროკავშირის გაფართოების იდეას, რომელიც პირველად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გააჟღერა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

"მე სრულიად არ ვეთანხმები ამ თარიღს [2030 წელი]. საკითხი ის კი არ არის, როდის იქნება ქვეყანა მზად, არამედ არის თუ არა ის მზად [ევროკავშირში წევრობისთვის]", - განმარტა ნიდერლანდელმა პოლიტიკოსმა.

"ევროკავშირს უკვე ჰყავს 27 წევრი და თუ მეტი ქვეყანა შეუერთდება, გადაწყვეტილების მიღების პროცესი და რიგი სხვა საკითხები კიდევ უფრო გართულდება", - დასძინა მან.