„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ჩემპიონთა ლიგის 161 მატჩში 103 მოგებას მიაღწია.
ოთხშაბათს „ქალაქელებმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში „ლაიფციგი” დაამარცხეს. გვარდიოლასთვის კარიერაში ეს 103-ე ჩემპიონთალიგური გამარჯვება გახდათ. ამ მაჩვენებლით მან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ალექს ფერგიუსონს გაუსწრო, რომელსაც ლიგის 102 მატჩი მოუგია.
ევროთასების ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გამარჯვებების რაოდენობით მწვრთნელთა სიის ლიდერი კი კარლო ანჩელოტია, რომელიც მადრიდის „რეალს“ ხელმძღვანელობს. იტალიელ სპეციალისტს 193 მატჩში 109 მოგება აქვს.
გვარდიოლას ხელმძღვანელობით „მანჩესტერ სიტიმ“ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო.