ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში წყალდიდობის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში წყალდიდობის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში წყალდიდობის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობამ ჰიმალაის შტატი სიკიმი მოიცვა. მიმდინარეობს 100-ზე მეტი დაკარგული ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. დაზიანებულია გზები და ხიდები.

„მსოფლიოს სახურავად“ ცნობილი ეკოლოგიურად მგრძნობიარე ჰიმალაის რეგიონი მიდრეკილია წყალდიდობისა და მეწყრისკენ და წყალდიდობა სიკიმში უჩვეულო არ არის, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ ექსტრემალური ამინდი სულ უფრო ხშირი და ინტენსიური ხდება და მას ადამიანთა მიერ გამოწვეული კლიმატური კრიზისი აჩქარებს.

უცხოური მედიის ცნობით, სიკიმის ლაჩენის ხეობაში მდინარე ტეესტას წყლის დონე ნორმაზე 15-20 ფუტით ამაღლდა. შტატის ჩრდილოეთიდან გადაღებული ვიდეოში კი ჩანს, რომ ტალახნარევი წყალი სწრაფად აზვირთდა მდინარეში და სახლები დატბორა.