უეფამ უარყო ესპანური გამოცემის, El Pais-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ 2027 წლიდან სუპერლიგის ტურნირის შექმნა სურთ.
უეფას აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯო მარკეტიმ განაცხადა, რომ ისინი ჯერ კიდევ მუშაობენ 36-გუნდიანი ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ოპტიმიზაციაზე, შესაბამისად, არ განიხილება ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის ჩანაცვლება.
შეგახსენებთ, რომ El Pais-მა სენსაციური ინფორმაცია გუშინ გაავრცელა, რასაც უეფა დაუყოვნებლივ გამოეხმაურა.