ნეაპოლელმა ჟურნალისტმა მირკო კალემემ ესპანური As-ისთვის ხვიჩა კვარაცხელიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მან იტალიურ მედიას ინტერვიუს შემდეგ ხვიჩაზე თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა.
„ის გამორჩეული ბიჭია, რომელიც შექებაზე მაშინვე წითლდება, ბავშვური მორიდებით. როცა ლაპარაკობს მასში ის ცეცხლი ჩნდება, რომელსაც მოედანზეც ხედავთ. ჩანს მისი ბუნებაც, რომელიც დიდ მიზნებზე ოცნებებს, მადრიდის „რეალს“ გულშემატკივრობდა, მაგრამ ახლა არ ეშინია მათი დამარცხების.
მან ძალიან კარგად ისაუბრა ვიქტორ ოსიმენზე, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს მოედნის მიღმაც. ასევე ღრმად მადლიერია ლუჩანო სპალეტის, რომელთანაც ახლაც აქვს ურთიერთობა. ხვიჩა სულ უფრო და უფრო ლიდერია, მას შინაგანად ჩემპიონის წმინდა ცეცხლი აქვს“, - თქვა კალემემ.