სლოვაკეთი რუსეთს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

სლოვაკეთი რუსეთს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

სლოვაკეთი რუსეთს საპარლამენტო არჩევნების ჩარევაში ადანაშაულებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საპროტესტო ნოტის გადასაცემად, რუსეთის ელჩი დაიბარა.

ბრატისლავის პროტესტი გამოიწვია რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადებამ, რომელმაც კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სლოვაკეთის შიდა პოლიტიკურ ვითარებაში, უფრო მეტად ერევა.

უწყებამ ბრალდებას ყალბი უწოდა. საპარლამენტო არჩევნები სლოვაკეთში 30 სექტემბერს ჩატარდა. ხმათა უმეტესობა პრორუსი პოლიტიკოსის, ექსპრემიერის, რობერტო ფიკოს პარტიამ მოიპოვა. ფიკო აცხადებდა, რომ მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში, სლოვაკეთი უკრაინას საბრძოლო მასალას აღარ მიაწვდიდა.