ნიგერში ჯიჰადისტებმა სულ მცირე 29 ჯარისკაცი მოკლეს

ნიგერში ჯიჰადისტებმა სულ მცირე 29 ჯარისკაცი მოკლეს

ნიგერში, ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ყველაზე სისხლიან თავდასხმას სულ მცირე 29 ჯარისკაცი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ჯიჰადისტებმა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და კამიკაძე ავტომობილები გამოიყენეს.

ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, მალის საზღვართან ჩატარებული კონტრშეტევის შედეგად, მოკლულია ათობით ტერორისტი.

არმიაზე ჯიჰადისტების თავდასხმა მას შედეგ გახშირდა, რაც მთავრობა ხელში სამხედროებმა ჩაიგდეს.