სომხეთის პარლამენტმა რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა

სომხეთის პარლამენტმა რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა

სომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა. როგორც სომხური მედია წერს, კანონპროექტის რატიფიცირებას 60-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 22 წავიდა.

სომხეთმა რომის სტატუტს 1998 წლის 17 ივლისს მოაწერა ხელი, თუმცა დოკუმენტი ამ დრომდე არ ყოფილა რატიფიცირებული. 2004 წელს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ის მაშინ მოქმედ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო.

2022 წლის ბოლოს სომხეთის მთავრობამ კვლავ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს რომის სტატუტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესამოწმებლად. 24 მარტს სასამართლომ დაადგინა, რომ ის შესაბამისობაშია ქვეყნის ძირითად კანონთან.