Financial Times: ინდოეთმა ქვეყნიდან 40-მდე კანადელი დიპლომატის გაწვევა მოითხოვა

Financial Times: ინდოეთმა ქვეყნიდან 40-მდე კანადელი დიპლომატის გაწვევა მოითხოვა

ინდოეთის მთავრობამ, 10 ოქტომბრამდე 40-მდე კანადელი დიპლომატის ქვეყნიდან გაწვევა მოითხოვა. ამის შესახებ The Financial Times-ი წერს.

როგორც გაზეთს წყარომ განუცხადა, ნიუ-დელიში იმუქრებიან, რომ დიპლომატიურ იმუნიტეტს ჩამოართმევენ ყველას, ვინც დათქმული დროის შემდეგ ქვეყანაში მაინც დარჩება. თავად ინდოეთის ხელისუფლება და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

კანადასა და ინდოეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 19 სექტემბერს, ქვეყნებმა ერთმანეთის ელჩები გააძევეს. სექტემბრის შუა რიცხვებში კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ კანადელი სიქჰების ცნობილი ლიდერის, ჰარდიპ სინგ ნიჯარის მკვლელობის უკან შესაძლოა, ინდოელი თანამდებობის პირები იდგნენ.