„ვირტუს ბოლონიამ“ სერია A-ს ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო და პირველ ტურში სტუმრად „სკაფატი“ 81:75 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 25 წუთში 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
შენგელიამ 10-დან 7 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. თორნიკეს მხოლოდ 3 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე და შედეგიანობით ორივე გუნდში ყველას აჯობა.
„ვირტუს ბოლონია“ მეორე ტურში 8 ოქტომბერს, „ვარეზეს“ უმასპინძლებს.