ამბროზინი:

ამბროზინი: "კვარა ფენომენია, არ შეიძლება ასეთ ფეხბურთელში ეჭვის შეტანა"

„მილანისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო ამბროზინიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, კვარა ფენომენია და არ შეიძლება მსგავს ფეხბურთელზე დისკუსია.

„კვარაცხელია ფენომენია. მახსოვს, ჩემპიონთა ლიგაში მილანთან მატჩის შემდეგ გააკრიტიკეს, მაგრამ რეალურად ერთადერთი იყო, ვინც იმ შეხვედრაში რაღაცის შექმნას ცდილობდა. ასეთი ფეხბურთელის შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება“, - თქვა ამბროზინიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ უახლოეს მატჩს 3 ოქტომბერს, მადრიდის „რეალთან“ გამართავს. ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 6 მატჩში თავი 1 გოლით, 3 საგოლე პასით და 2 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა.