ნეაპოლელი ჟურნალისტი:

ნეაპოლელი ჟურნალისტი: "კვარაცხელიას ასეთი თამაში მარიო რუის დამსახურებაცაა"

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა რაფაელე აურიემამ ხვიჩა კვარაცხელიას კარგ თამაშში მარიო რუის წვლილიც დაინახა. მისი აზრით, ქართველი პორტუგალიელთან უკეთ არის შეთამაშებული, ვიდრე მატიას ოლივერასთან, რომელიც ამ სეზონში უფრო ხშირად თამაშობს, ვიდრე პორტუგალიელი.

„დი ლორენცომ და მარიო რუიმ კარგად ითამაშეს. თუ კვარაცხელია ასე კარგად გამოიყურებოდა, ეს მარცხენა მცველის, მარიო რუის დამსახურებაცაა. პორტუგალიელმა შესანიშნავად ითამაშა და გულწრფელად არ მესმის, რატომ არ იყო ის წინა მატჩებში ძირითად შემადგენლობაში, რუდი გარსია უპირატესობას ყოველთვის მატიას ოლივერას ანიჭებდა. რუი გასულ სეზონშიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ასევე გვეშინოდა, რომ კვარაცხელია ძველებურად ვერ ითამაშებდა, რადგან რამდენიმე თვე გოლი ვერ გაჰქონდა, მაგრამ „უდინეზესთან“, მიუხედავად იმისა, რომ ბურთი ორჯერ გაარტყა ძელს, არ დანებდა და მაინც გაიტანა“, - თქვა აურიემამ.