იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ი იტყობინება, რომ საბა საზონოვი სანამ „ტორინოში“ გადავიდოდა, ძალიან ახლოს იყო „სასუოლოში“ ტრანსფერთან.
წყაროს თანახმად, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული იყო, მაგრამ ტრანსფერი იმან შეაფერხა, რომ „სასუოლოს“ მფლობელი კომპანია MAPEI რუსულ კლუბებთან არ თანამშრომლობს, რამაც ყველაფერი ჩაშალა.
იყო ვარიანტი, რომ საზონოვი მესამე კლუბის ხარჯზე დაემატებინათ. კერძოდ, საბა „დინამოდან“ სხვა გუნდში გადავიდოდა ფორმალურად, მაგრამ შემდეგ „სასუოლოს“ შეუერთდებოდა. თუმცა, არც ეს ვარიანტი გამოვიდა.
საბოლოოდ, ამ სიტუაციით „ტორინომ“ ისარგებლა და 21 წლის ქართველი მცველი დაიმატა, რომელშიც 3 მილიონი ევრო გადაიხადა და 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.