ილჰამ ალიევი: კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა გვსურს, ეს შესაძლებელია და ახლა არჩევანი სომხეთმა უნდა გააკეთოს

ილჰამ ალიევი: კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა გვსურს, ეს შესაძლებელია და ახლა არჩევანი სომხეთმა უნდა გააკეთოს

კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა გვსურს, ეს შესაძლებელია და ახლა არჩევანი სომხეთმა უნდა გააკეთოს, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ზანგილანში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

"ჩვენ ვაღიარეთ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა და ამას გულწრფელად ვამბობთ. ანუ, სხვა განზრახვა რომ გვქონოდა, 20 სექტემბერს ოპერაცია არ შეჩერდებოდა. მინდა ეს ყველამ იცოდეს", - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "20 სექტემბრის შემდეგ დადგა დრო, რომ ჩვენი წარმომადგენლები დასხდნენ და იმუშაონ სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე".

"ამის შემდეგ უფრო ადვილი იქნება სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება. ამასთან, რა თქმა უნდა, აქტიურად უნდა ვიმუშაოთ საზღვრის დელიმიტაციაზე და ბოლო უნდა მოეღოს ამ ხანგრძლივ კონფლიქტს. ჩვენ გვინდა მშვიდობა აზერბაიჯანში. ის, რაც დღეს ზანგილანში იხილეთ, ადასტურებს, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა, გვინდა ამ ტერიტორიების აღდგენა, გვინდა ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნება. ჩვენ გვინდა მშვიდობა და სტაბილურობა კავკასიაში. ეს შესაძლებელია და არჩევანი სომხეთზეა", - დასძინა ალიევმა.