ძლიერი წვიმის გამო, ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანია CNN-ი იუწყება, ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც დაიტბორა გზები და შეფერხდა მოძრაობა მეტროში.
"ეს საფრთხის შემცველი მდგომარეობაა და ის არ დასრულებულა", - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა.
ნიუ-იორკის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ნიუ-იორკში, ლონგ აილენდსა და ჰუდსონის ველში.
"ეს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მოვლენაა. საჭიროა, რომ ყველა ნიუ-იორკელმა გაითვალისწინოს ეს გაფრთხილება", - განაცხადა შტატის გუბერნატორმა.