სომხეთმა აზერბაიჯანი „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა

სომხეთმა აზერბაიჯანი „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა

სომხეთმა აზერბაიჯანს გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა - ერევანი ბაქოს მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაში „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს.

სომხეთი აზერბაიჯანისგან მოითხოვს, მიეცეს ყველა მსურველს მთიანი ყარაბაღის დატოვების შესაძლებლობა, უზრუნველყოფილი იყოს გაეროსა და წითელი ჯვრის თანამშრომლების წვდომა რეგიონის სომეხ მოსახლეობასთან, ასევე, აღიარებული იყოს „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ მიერ დარეგისტრირებული სამოქალაქო აქტები.

სომხეთი ასევე ითხოვს აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ მთიანი ყარაბაღის სამოქალაქო ობიექტების დატოვებას და სომხური ძეგლების დემონტაჯის აკრძალვას.

სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული ეთნიკური სომხების რიცხვმა 100 ათასს მიაღწია.