კონსტანტინე ზარნაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები გლდანის რაიონში თითქმის, წაშლილია და მომავალ წელს ამ რაიონზე მათ არანაირი გათვლა არ უნდა გააკეთონ. მიზანმიმართული შეტევა აქვთ ჩემზე

კონსტანტინე ზარნაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები გლდანის რაიონში თითქმის, წაშლილია და მომავალ წელს ამ რაიონზე მათ არანაირი გათვლა არ უნდა გააკეთონ. მიზანმიმართული შეტევა აქვთ ჩემზე

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები გლდანის რაიონში თითქმის, წაშლილია და მომავალ წელს ამ რაიონზე მათ არანაირი გათვლა არ უნდა გააკეთონ. მიზანმიმართული შეტევა აქვთ ჩემზე, ჩემს გუნდზე, რომ როგორმე არჩევნებამდე შეძლონ და ტალახი გვესროლონ, ჩრდილი მიაყენონ ჩემს სახელს და ამის ხარჯზე არჩევნებზე გავიდნენ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოსა და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, კონსტანტინე ზარნაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მან განმარტა, რატომ აბრალებს მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე და ნიკა მელია გლდანში მომხდარ ინციდენტს.

„მათ იციან ჩემი პოზიციები გლდანის რაიონში. იციან როგორ ვმუშაობთ ჩვენ გლდანის რაიონში მოსახლეობასთან და იციან, რომ მათი პოზიციები თითქმის, წაშლილია და მომავალ წელს ამ რაიონზე არანაირი გათვლა არ უნდა გააკეთონ. მიზანმიმართული შეტევა აქვთ ჩემზე, ჩემს გუნდზე, რომ როგორმე არჩევნებამდე შეძლონ და ტალახი გვესროლონ, ჩრდილი მიაყენონ ჩემს სახელს და ამის ხარჯზე არჩევნებზე გავიდნენ, მაგრამ ამას ვერ გააკეთებენ. მე ვარ გლდანის რაიონში დაბადებული, იქ გაზრდილი, ჩემი მშობლები, ბებია-ბაბუა იქ ცხოვრობდნენ, ჩემი სამეგობრო იქ ცხოვრობს, დღის განმავლობაში უამრავ ადამიანს ვხვდები და ვერავის დააჯერებენ, რომ მე ვარ კრიმინალი. ოდესმე ჩამიდენია რაიმე კრიმინალური, მქონია გარჩევები და ვინმესთვის რაიმე დამიშავებია. ეს არის პიარული სვლა და მოსახლეობა ამას მიხვდა და მომავალშიც უფრო მეტად მიხვდება“, - განაცხადა ზარნაძემ.

გლდანში 22 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულ ფაქტზე, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით პოლიციამ 6 პირი დააკავა.