იტალიელმა ფეხბურთელმა მარიო ბალოტელიმ „უდინეზესთან“ ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე ისაუბრა.
მას ასევე მოუწია ქართველის და სამირ ნასრის შედარება, მარიომ კი ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ამჯობინა...
„კვარაცხელიამ დიდებული ხარისხის გოლი გაიტანა, იგივე მესის რომ გაეტანა, ამაზე დიდხანს ილაპარაკებდნენ. იგივე ეხება სამარჯიჩის გოლსაც. კვარას და ნასრის შედარება? კვარა სერია A-ში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ნასრი სხვა იყო. ის ნამდვილი ფენომენი გახლდათ, მასთან ერთად ვთამაშობდი, ნასრის თვალები ფეხებზეც ჰქონდა, შთამბეჭდავი ტექნიკა“, - თქვა ბალოტელიმ.