ჟურნალისტი:

ჟურნალისტი: "კვარას სიტყვებმა გარსიას და გუნდის დიალოგზე, ყველაფერს ფარდა ახადა"

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა რიკარდო კუკიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო კომენტარი რუდი გარსიასა და გუნდს შორის დიალოგზე, ყველაფერს ფარდას ხდის.

კვარაცხელიამ განაცხადა, რომ „ბოლონიასთან“ მატჩის შემდეგ გუნდმა მწვრთნელთან ისაუბრა, თუ როგორი სტილით უნდა ეთამაშათ:

„კვარაცხელიას განცხადებას გუნდსა და გარსიას შორის საუბარზე, ბოლო ხანებში მომხდარს ფარდა ახადა. გარსია არ არის დაცვითი მწვრთნელი, მაგრამ მას სპალეტისგან განსხვავებული წარმოდგენა აქვს ფეხბურთზე. სპალეტის ფეხბურთელებთან ფანტასტიკური ურთიერთობა გქონდა, რომელიც გარსიასთან ბოლო მატჩამდე არ არსებობდა. მჯერა, რომ გარსიამ გააცნობიერა, რომ ამ მშვენიერ მანქანას ზედმეტად არ უნდა შეეხოს. რა თქმა უნდა, ის ყოველთვის შეიძლება გაუმჯობესდეს, მაგრამ მისი რადიკალურად შეცვლა შეიძლება ღალატის ტოლფასი იყოს. თუმცა, ისიც მართალია, რომ „ნაპოლის“ წინა მატჩებში არ უმართლებდა, რადგან ბევრ საგოლე მომენტს ვერ იყენებდა“, - თქვა კუკიმ.