ტურინული გამოცემა toronews-ის გამოკითხვის მიხედვით „ლაციოსთან“ „ტორინოს“ საუკეთესო ფეხბურთელად გულშემატკივრებმა საბა საზონოვი დაასახელეს.
ქართველ ფეხბურთელს, რომელსაც დებიუტი ჰქონდა, გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა ერგო. მართალია, გამოკითხვაში მონაწილეობა ბევრ გულშემატკივარს ნამდვილად არ მიუღია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ საბა პირველივე შეხვედრაში გამოარჩიეს.
საბა საზონოვს 140 ხმა ერგო, რაც 51.28%-ია, მეორე ადგილზე ტამეზე გავიდა 84 ხმით (30.77%), ხოლო მესამე ადგილი ალესანდრო ბონჯორნომ დაიკავა - 67 ხმა (24.54%).
შეგახსენებთ, რომ „ლაციოსთან“ საზონოვი მოედანზე 27-ე წუთზე ტრავმირებული ბონჯორნოს ნაცვლად შევიდა. მატჩი რომაელებმა 2:0 მოიგეს.