ყარაბაღი უკვე 74 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა

ყარაბაღი უკვე 74 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა

ყარაბაღი უკვე 74 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსპიკერმა, ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სომხეთმა ყარაბაღიდან 53 000 მეტი ლტოლვილი მიიღო. ოფიციალური მონაცემებით რეგიონში, სულ 120 000-მდე სომეხი ცხოვრობდა.