პაკისტანში რელიგიურ პროცესიაზე აფეთქებას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში რელიგიურ პროცესიაზე აფეთქებას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა პაკისტანში, რელიგიურ პროცესიაზე აფეთქების შედეგად. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, შემთხვევა ბალოჩისტანის პროვინციაში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში თვითმკვლელმა მოიყვანა, მაშინ როცა მორწმუნეები წინასწარმეტყველ მუჰამადის დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ.

არსებული ინფორმაციით, 40 ადამიანზე მეტი დაშავებულია, ისინი კლინიკებში გადაიყვანეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ვარაუდით, გარდაცვლილთა რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება.