ჯოზეფ ბაიდენის განცხადებით, 2024 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა დემოკრატიას საფრთხეს შეუქმნის

ჯოზეფ ბაიდენის განცხადებით, 2024 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა დემოკრატიას საფრთხეს შეუქმნის

ჯოზეფ ბაიდენის განცხადებით, 2024 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა დემოკრატიას საფრთხეს შეუქმნის. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა არიზონის შტატში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განმარტებით, მოძრაობა „გახადე ამერიკა კვლავ დიადი“, რომელიც დონალდ ტრამპის კამპანიის მთავარი სლოგანია, ქვეყნის დემოკრატიის პრინციპებს არ იზიარებს. სიტყვით გამოსვლისას, ჯოზეფ ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავისუფალი და მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდება.