გაეროს ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ხმელთაშუა ზღვაში 2500-მდე მიგრანტი დაიღუპა ან დაიკარგა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, მიმდინარე წელს ხმელთაშუა ზღვის გადალახვა 100 ათასზე მეტმა ადამიანმა სცადა. ეს კი გასულ წელთან შედარებით 260%-ით მეტია. 186 ათასზე მეტმა მიგრანტმა კი, ხმელთაშუა ზღვის გავლით, ევროპის კონტინენტზე ჩააღწია.