ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკასა და ამერიკელ ხალხს, არასდროს გვითქვამს, რომ ამერიკაში სწავლა, განათლება არის ცუდი და არ უნდა გააგზავნოთ შვილები

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკასა და ამერიკელ ხალხს, არასდროს გვითქვამს, რომ ამერიკაში სწავლა, განათლება არის ცუდი და არ უნდა გააგზავნოთ შვილები

ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკასა და ამერიკელ ხალხს, არასდროს გვითქვამს, რომ ამერიკაში სწავლა, განათლება არის ცუდი და არ უნდა გააგზავნოთ შვილები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„მე არასდროს აუგი არ მითქვამს ამერიკის შესახებ. პირიქით, ძალიან მიყვარს ამერიკა, პოლიტიკამდეც ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი ამერიკაში და ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკასა და ამერიკელ ხალხს. ამერიკის განათლების სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მსოფლიოში. მე არ მინდოდა პირად საკითხებზე საუბარი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ჩემმა შვილმა არჩევანი გააკეთა და მან მიიღო მოწვევა ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს სკოლიდან. იგი აგრძელებს სწავლას „ვარტონის“ ბიზნეს სკოლაში. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ამერიკაში სწავლა, განათლება არის ცუდი და არ უნდა გააგზავნოთ შვილები“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.