საკითხი პრობლემური არ არის და ცარიელ ჭიქაში ქარიშხალს ვტეხავთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განუცხადა.
„როდესაც საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, არ შეიძლება ამაზე სისტემამ რეაგირება არ მოახდინოს. სხვა შემთხვევაში ეს სისტემა საერთოდ დაგენგრევა და ევროკავშირი კი არა, არავინ მიგიღებს. გაცხადდა, რომ ამ საკითხზე სისტემას ექნება რეაქცია, იქვე ითქვა, რომ საქართველოს პარლამენტში არ არის უმრავლესობა, რომელიც ამ კანონის მიერ რეაგირებას ბოლომდე მიიყვანს. შესაბამისად, საკითხი პრობლემური არ არის და ცარიელ ჭიქაში ქარიშხალს ვტეხავთ“, - განაცხადა დავითულიანმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართება.