„ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ გახდა ფეხბურთის ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც ათასზე მეტი წაუგებელი მატჩი ჩაატარა - გვამცნობს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია.
აზიის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა „პერსეპოლისთან“ (2:0) 38 წლის ფორვარდისთვის მე-1000 წაუგებელი მატჩი იყო კარიერაში. ამის შემდეგ ფეხბურთელი თავის გუნდს საუდის არაბეთის ჩემპიონატში „ალ-აჰლის“ დამარცხებაში (4:3) დაეხმარა.
ჯამში რონალდუს 777 გამარჯვება, 224 ფრე და 182 მარცხი აქვს. 1001 წაუგებელი თამაშიდან 21 „სპორტინგში“ თამაშისას, 284 - „მანჩესტერ იუნაიტედში“, 386 - მადრიდის „რეალში“, 114 – „იუვენტუსში, 27 – „ალ ნასრში“ და 168 - პორტუგალიის ნაკრებში.
რონალდუ ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელია, მან ხუთჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (1 „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და 4 - მადრიდის რეალთან.“, სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ორ-ორჯერ ესპანეთისა და იტალიისა. ის ასევე არის 2016 წლის ევროპის ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრებთან ერთად.