იტალიელი ჟურნალისტი:

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელიაზე სისულელეს ამბობდნენ, რაც ტყუილია"

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიაზე სისულელეს და ტყუილს ამბობდნენ, თითქოს, მას მხოლოდ ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით შეუძლია კარგად თამაში.

„ფეხბურთელებზე ბევრი სისულელე მსმენია. მაგალითად, კვარაცხელიაზე ამბობდნენ, რომ მას მხოლოდ ლუჩანო სპალეტისთან შეეძლო კარგად თამაში. ეს ტყუილია. ქართველს დიდი ნიჭი აქვს და ოსიმენის მსგავსად ისიც თავისი ხასიათით ფასდება. ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებიც არასდროს ნებდებიან და წაგება არ სურთ“, - თქვა დელ ჯენიომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 19 მარტის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. მან „უდინეზეს“ წინააღმდეგ გოლის გარდა, საგოლე პასი და მოპოვებული პენალტიც მიითვალა. „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 30 სექტემბერს, სტუმრად „ლეჩესთან“ ჩაატარებს.