ტაშკენტში, აეროპორტთან აფეთქების შედეგად მოზარდი დაიღუპა

ტაშკენტში, აეროპორტთან აფეთქების შედეგად მოზარდი დაიღუპა

უზბეკეთის დედაქალაქში, საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, საწყობში აფეთქების შედეგად 163 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 24 მათგანი ჰოსპიტალიზებულია. შემთხვევას მსხვერპლიც მოჰყვა - გარდაიცვალა მოზარდი ბიჭი, რომელსაც აფეთქების ტალღის შედეგად ამოვარდნილი ფანჯარა დაეცა.

აფეთქება ღამით, ტაშკენტის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟოს საწყობში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, საწყობში ელექტრომობილების ბატარეები აფეთქდა. აფეთქების ტალღა ეპიცენტრიდან 30 კილომეტრის მანძილზეც იგრძნობოდა და სახლები დააზიანა.