ბექა დავითულიანი: ჯვარი სწერია ამ ქვეყანას, ენმ-მ კიდევ ხელისუფლება მოიპოვოს... მელიას კეზერაშვილი ძალიან მოსწონდა, სანამ მისი მმართველობის ქვეშ მართავდა პარტიას

ბექა დავითულიანი: ჯვარი სწერია ამ ქვეყანას, ენმ-მ კიდევ ხელისუფლება მოიპოვოს... მელიას კეზერაშვილი ძალიან მოსწონდა, სანამ მისი მმართველობის ქვეშ მართავდა პარტიას

მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ არც ცალკე და არც რომელიმე პარტიასთან გაერთიანებით, ნიკა მელიას გუნდს არჩევნებში წარმატების შანსი არ აქვს. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ბექა დავითულიანის შეფასებით, ნიკა მელიას დავით კეზერაშვილის არაფორმალური მმართველობა მისი თავმჯდომარეობის დროს არანაირ პრობლემას არ უქმნიდა, ახლა კი, როდესაც მელია აღარაა ენმ-ის თავმჯდომარე, მსგავსი რამ აღარ მოსწონს.

"ნაციონალურ მოძრაობას" ერთად და ცალ-ცალკე ამ ქვეყანაში ამ ქვეყანაში ხელისუფლების მოპოვების პერსპექტივა არ აქვს. ჯვარი სწერია ამ ქვეყანას მათ რომ კიდევ ხელისუფლება მოიპოვონ. რაც შეეხება კონკრეტულად ნიკა მელიას, მას კეზერაშვილი ძალიან მოსწონდა, სანამ მისი მმართველობის ქვეშ მართავდა პარტიას, მაშინაც იყო კეზერაშვილი იქ. მას ახლა აღარ მოსწონს, რომ ხაბეიშვილზეა ეს ფსონი დადებული კეზერაშვილის მხრიდან და არა მასზე. თავისი შიდა საქმეა, შედეგობრივად არანაირი სხვაობა არ იქნება," - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.