„უნიონ ბერლინის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ გერმანიაში ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, დრო იყო კომფორტის ზონიდან გამოსულიყო და ცხოვრებაში ახალი გამოცდილება მიეღო.
„გულწრფელი ვარ, იტალიის დატოვებაზე არ მიფიქრია. „იუვენტუსი“ ჩემი ცხოვრება იყო, მეგონა, რომ კარიერის ბოლო სეზონს იქ ვითამაშებდი, მაგრამ ახლა არ მინდა „ბინაკონერიზე“ ვისაუბრო.
რატომ გერმანია? ჩავთვალე, რომ დრო იყო ჩემი კომფორტის ზონიდან გამოვსულიყავი. გამომეცადა ახალი კულტურა, ახალი ენა და ახალი ცხოვრების წესი. გერმანული ენა ძალიან რთულია, ცხოვრების წესი განსხვავებულია, ფეხბურთიც. ბუნდესლიგაში გუნდები უფრო მაღალ პრესინგს თამაშობენ, შესაბამისად, დიდი სივრცის დაფარვაა საჭირო. როცა გუნდში მივედი, მწვრთნელს ვუთხარი, რომ 3-4 კვირა დამჭირდებოდა ადაპტაციისთვის.
იტალიის ნაკრები? ლუჩანო სპალეტის ორი კვირის წინ ველაპარაკე. მითხრა, რომ ბევრი უნდა მეთამაშა, რათა გამომიძახოს. ვიცი, რომ რთულია, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანია ევროპის ჩემპიონატზე განაცხადში ვიყო“, - თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩი „უნიონ ბერლინს“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს შეუერთდა და გერმანულ გუნდში დღემდე ორი მატჩი ჩაატარა.