ნეაპოლელი ჟურნალისტი:

ნეაპოლელი ჟურნალისტი: "ეს ერთ-ერთი სიგიჟეა, რაც ამ დღეებში კვარასა და ოსიმენზე მოვისმინე"


ნეაპოლელმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი კრიტიკისგან დაიცვა.

როგორც მან თქვა, ისინი მხეცებივით ბრაზდებიან, რადგან ვერ იმარჯვებენ და სწორედ ეს არის განსხვავება დიდ და ჩვეულებრივ ფეხბურთელებს შორის.

„ნაპოლის“ შეუძლია კვარაცხელიას და ოსიმენის სიძლიერეს იგნორირება გაუკეთოს, ერთ-ერთი უდიდესი სიგიჟეა, რაც ბოლო დღეებში მსმენია. სპალეტის „ნაპოლიც“ კი, რომელიც გუნდურად მუშაობდა, ამ ორი მოთამაშის წყალობით ბევრ მატჩს იგებდა. გუნდი და კოლექტივი მნიშვნელოვანია, მაგრამ იმის ფიქრი, რომ მწვრთნელმა ყველა თანასწორად უნდა მიიჩნიოს, არასწორია. ფეხბურთელები ყველა ერთნაირი არ არიან. არიან კარგები და ძალიან კარგები, ვინც მოგაგებინებთ მატჩებს და ვინც ტიტულისკენ წაგიყვანს. სწორედ ამ ორმა ფეხბურთელმა მოგვაგებინა სკუდეტო.

მთელი ეს უკმაყოფილება, რომელიც კვარას და ოსიმენის მიმართაა, ძალიან არაკეთილსინდისიერად მეჩვენება. ორი ბიჭია, ძალიან ახალგაზრდა, რომლებმაც ჩემპიონატი მოგვაგებინეს და ახლა მხეცებივით ბრაზდებიან, რადგან ხედავენ, რომ შარშანდელს ვერ გაიმეორებენ. იციან, რომ მომავალ წელს ერთი აუცილებლად წავა „ნაპოლიდან“, მეორე სავარაუდოდ. ვაფასებ იმ ფაქტს, რომ მათ შინაგანად აქვთ ცეცხლი და ბრაზდებიან თუ რამე არასწორად მოხდება. მე არ ვაკრიტიკებ მათ, ვაფასებ იმ ჩემპიონობის გამო, რომელიც მოგვაგებინეს. ჩემპიონის ამოცნობა სწორედ იმით შეიძლება, რომ მხეცივით ბრაზდება, როდესაც ვერ იმარჯვებს. ფეხბურთელები, რომლებიც მშვიდად არიან, კარიერაში ვერასდროს გაიმარჯვებენ“, - თქვა დელ ჯენიომ.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" დღეს სერია A-ს მეექვსე ტურში "უდინეზეს" უმასპინძლებს.