ერაყში, ქორწილში გაჩენილ ხანძარს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში, ქორწილში გაჩენილ ხანძარს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში ქორწილი ტრაგედიით დასრულდა. წვეულებაზე გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა, 150 კი დაშავდა.

BBC-ის ცნობით, მსხვერპლთა შორის არიან ახალდაქორწინებულებიც. შემთხვევა ერაყის ჩრდილოეთ ნინევეს პროვინციაში მოხდა.

ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ის ფოიერვერკმა გამოიწვია.