რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ თურქეთ-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი სახმელეთო დერეფნის პროექტის პარტნიორი ირანიც იქნება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ეროღანმა იმედი გამოთქვა, რომ სავაჭრო დერეფანი მალე გაიხსნება.
თურქეთ-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი სავაჭრო დერეფნის პროექტზე, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ილჰამ ალიევმა, 25 სექტემბერს, ნახიჩევანში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს.