The Guardian: ირანული დრონები, რომლითაც რუსეთი უკრაინას უტევს, 50-ზე მეტ ევროპულ კომპონენტს შეიცავს

The Guardian: ირანული დრონები, რომლითაც რუსეთი უკრაინას უტევს, 50-ზე მეტ ევროპულ კომპონენტს შეიცავს

Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრანი აპარატები, რომლითაც რუსეთი უკრაინას უტევს, 50-ზე მეტ ევროპულ კომპონენტს შეიცავს. გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია საიდუმლო ანგარიშში, რომელიც უკრაინამ დასავლელ მოკავშირეებს გაუგზავნა.

კერძოდ, Shahed-131 დასავლური კომპანიების მიერ წარმოებულ 52 ელექტრულ კომპონენტს შეიცავს, ხოლო Shahed-131 - 57 კომპონენტს.

„ამ მწარმოებლებს შორის არიან ამერიკული, შვეიცარიული, ნიდერლანდური, გერმანული, კანადური, იაპონური და პოლონური კომპანიები“, - წერია ანგარიშში, თუმცა ამასთანავე აღნიშნულია, რომ სანქციების დარღვევის არანაირი ნიშნები არ ვლინდება.

„უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება ირანში ადაპტირდა და ძირითადად იყენებს ხელმისაწვდომ კომერციულ საკომპლექტაციო ნაწილებს, რომელთაც მიწოდებაც სუსტად ან საერთოდ არ კონტროლდება. კერძოდ, თითქმის მთელი იმპორტი ირანში შედის თურქეთიდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ვიეტნამიდან და კოსტა-რიკიდან“, - აღნიშნულია დოკუმენტში.