დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: აშშ სწრაფად ხდება კომუნისტური ქვეყანა, მემარცხენე რადიკალი დემოკრატები ცდილობენ, დააზიანონ ოპოზიციური პარტიის ყველაზე რეიტინგული კანდიდატი

დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: აშშ სწრაფად ხდება კომუნისტური ქვეყანა, მემარცხენე რადიკალი დემოკრატები ცდილობენ, დააზიანონ ოპოზიციური პარტიის ყველაზე რეიტინგული კანდიდატი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, „რესპუბლიკური პარტიიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატობის პრეტენდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც გამოცემა Newsweek-ი წერს, ტრამპი მიიჩნევს, რომ ნიუ იორკის შტატის მოსამართლემ სრულიად მიკერძოებული და კორუფციონერი პროკურორის, ლეტიცია ჯეიმსის ბრძანება შეასრულა.

„ფართომასშტაბიანი რადიკალური თავდასხმა, რომელიც ხორციელდება ჩემზე, ჩემს ოჯახსა და მხარდამჭერებზე, ახალ, არაამერიკულ სიღრმეებში შევიდა. აშშ სწრაფად ხდება კომუნისტური ქვეყანა. ჩემი სამოქალაქო უფლებები ჩამომართვეს. პოლიტიზებულმა „დემოკრატმა“ მოსამართლემ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მტკიცებულება საპირისპიროზე მიუთითებდა, გადაწყვიტა, რომ მე თაღლითობაში ვარ დამნაშავე, რაც უბრალოდ სიცრუეა. ეს არის კუდიანებზე ნადირობა. მემარცხენე რადიკალი დემოკრატები ცდილობენ, მძიმედ დააზიანონ ოპოზიციური პარტიის ყველაზე რეიტინგული კანდიდატი. ჩვენს ქვეყანაში ასეთი რამ აქამდე არასოდეს მომხდარა“, - აცხადებს ტრამპი.

ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი, შვილებთან ერთად, თაღლითობაში პასუხისმგებლად ცნო. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ტრამპები დაახლოებით ათი წლის განმავლობაში, კრედიტორებსა და მზღვეველებს, ყალბ ფინანსურ ანგარიშებს აწვდიდნენ.