ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანი იმპროტამ თქვა, რომ „ნაპოლის“ პენალტისტი ხვიჩა კვარაცხელია უნდა იყოს.
მას იმედი ჰქონდა, რომ „ბოლონიასთან“ თერთმეტმეტრიანს სწორედ ქართველი შეასრულებდა...
„პენალტები კვარაცხელიამ უნდა შეასრულოს. ვიცით, რომ გოლის გატანა უჭირს, პენალტზე უკეთესი შესაძლებლობა ჩიხიდან გამოსასვლელად არსებობს? ვფიქრობდი, რომ „ბოლონიასთან“ ის დაარტყამდა, თუმცა ასე არ იყო. შემტევისთვის გოლი ყველაფერს ნიშნავს, მე ქართველს ვირჩევ“, - თქვა იმპროტამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო გოლი სწორედ პენალტით გაიტანა, 19 მარტს, „ტორინოს“ წინააღმდეგ.