სამხრეთ კორეამ და აშშ-მა იაპონიის ზღვაში სამხედრო წვრთნა დაიწყეს

სამხრეთ კორეამ და აშშ-მა იაპონიის ზღვაში სამხედრო წვრთნა დაიწყეს

ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკისგან მომდინარე გაზრდილი საფრთხის ფონზე, სამხრეთ კორეამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იაპონიის ზღვაში სამხედრო წვრთნა დაიწყეს.

სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, მანევრები სამი დღე გაგრძელდება და მასში ორივე მხრიდან მონაწილეობას მიიღებს ცხრა ხომალდი, ორი საპატრულო თვითმფრინავი და სამხრეთ კორეის ორი წყალქვეშა ნავი.