ბოლო მონაცემებით, მთიანი ყარაბაღი 6700-მდე ეთნიკურად სომეხმა დატოვა

ბოლო მონაცემებით, მთიანი ყარაბაღი 6700-მდე ეთნიკურად სომეხმა დატოვა

მთიანი ყარაბაღიდან ეთნიკური სომხების გადინება გრძელდება. ბოლო მონაცემებით, რეგიონი, სადაც 120 ათასი ეთნიკური სომეხი ცხოვრობდა, 6 700-მდე ადამიანმა უკვე დატოვა.

სომხეთის საზღვარზე ყარაბაღიდან წამსვლელთა ნაკადი არ იკლებს. სომხური მედიის ცნობით, არცახის მმართველობა რეგიონის დატოვების მსურველებს საწვავს უფასოდ ურიგებს.