ჯო ბაიდენის წერილი ნიკოლ ფაშინიანს: აშშ სომხეთს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ჰპირდება

ჯო ბაიდენის წერილი ნიკოლ ფაშინიანს: აშშ სომხეთს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ჰპირდება

ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ჰპირდება. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანისთვის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელიც სომხეთის პრემიერ- მინისტრს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა ერევანში ვიზიტისას პირადად გადასცა.

„გიდასტურებთ ქვეყნისა და ჩემი ადმინისტრაციის მტკიცე მხარდაჭერას სომხეთის მისწრაფებაში, რომელიც მიმართულია მდგრადი რეგიონული მშვიდობისკენ, რითაც გარანტირებული იქნება სომხეთის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და დემოკრატია“, – ნათქვამია წერილში.