„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ „ბოლონიასთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა და მან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.
„ნამდვილად არ ვართ შედეგით კმაყოფილი, არ არის საუკეთესო განწყობა, რადგან მოგება გვინდოდა, მაგრამ დაუყოვნებლივ მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც ცოტა ხანში გვაქვს. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენთვის საქმეები კარგად არ მიდის და ზოგის რეაქცია არ არის კარგი, ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე, რომ ეს დამოკიდებულებები თავიდან ავიცილოთ. ვისაუბრებთ ერთმანეთთან, რათა ამ მდგომარეობის გაუმჯობესებას შევეცადოთ. ეს არის ახალი სეზონი, ახალი კურსი ახალი მწვრთნელით, მაგრამ გუნდი ერთიანია და ვიმუშავებთ ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად.
რამდენად აკლია კვარას გოლი? გოლი აკლია, მაგრამ სუპერკონცენტრირებულია. დამწუხრებულია, როგორც მე და ყველა. როდესაც გუნდი ვერ იმარჯვებს, არ ვართ ბედნიერები, უნდა ვიმუშაოთ“, - თქვა დი ლორენცომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში ზედიზედ სამი მატჩია ვერ იგებს და მხოლოდ 8 ქულა აქვს, ლიდერ „ინტერთან“ ჩამორჩენა უკვე 7 ქულას შეადგენს. გარსიას გუნდი მომდევნო ტურში 27 სექტემბერს, „უდინეზეს“ უმასპინძლებს.